კათედრის დებულება


 

 

 

ყველა სკოლაში (სადაც ერთზე მეტი საგნის მასწავლებელია) უნდა არსებობდეს საგნობრივი ჯგუფების მასწავლებელთა კათედრები, რომლებიც საგნობრივი ჯგუფის ყველა მასწავლებელს გააერთიანებს. საგნობრივი ჯგუფების კათედრების მუშაობის მთავარი ფუნქციებია:

 

  • საგნობრივი ჯგუფის საგნის/საგნების სწავლების კოორდინაცია;
  • ერთმანეთის გამოცდილების გააზრება, წარმატებების განსაზღვრა და პრობლემების გადაჭრის გზების ძიება;
  • სახელმძღვანელოების შერჩევა;
  • სხვა საგნობრივი ჯგუფების მასწავლებლებთან კოორდინირებული მუშაობის წარმოება (მაგ. ისტორიასა და ქართულში საერთო თემატიკის შეთანხმება, ექსკურსიებზე საერთო დავალებების მოფიქრება და სხვა);
  • პროფესიული განვითარების გზების დასახვა;
  • რეკომენდაციების შემუშვება დამხმარე სასწავლო მასალებისა და ბიბლიოთეკისთვის საჭირო წიგნების შესახებ;

რეკომენდაციების შემუშავება ახალი მეთოდოლოგიებისა და მიდგომების შესახებ;

 

კათედრის ეფექტური მუშაობისთვის სასურველია თავმჯდომარის არჩევა ერთი წლისვადით. სასურველია თავმჯდომარედ იგივე მასწავლებელი აირჩეს იმის შემდეგ, რაც საგნობრივი ჯგუფის ყველა წევრი ერთხელ მაინც იქნება თავმჯდომარე. თავმჯდომარის ფუნქციებია:

 

  • რეგულარული შეხვედრების ორგანიზება (დღის წესრიგის მომზადება, საჭიროების შემთხვევაში ოქმებისადა საბუთების წარმოება);
  • საგნობრივი ჯგუფის საჭიროების გადაწყვეტილებების მიწოდება მმართველებისთვის (მაგ. წიგნების არჩევის თაობაზე)
  • პროფესიული განვითარებისთვის სასარგებლო ღონისძიებების ორგანიზება (ტრენინგების, კონფერენციების და სხვა მოწყობა).

 

შსაძლებელია კათედრებმა შემოიღონ თითოეულ საგნობრივ ჯგუფში საუკეთესო მოსწავლის (საფეხურის ან კლასის მიხედვით) პრიზი, რომელიც ყოველ წელს სკოლის დამთავრებისას საერთო შეკრებაზე გადაეცემა.

 

კათედრის წევრები რეგულარულად უნდა შეიკრიბონ (მინიმუმ ორჯერ თითო სემესტრში). აუცილებელია კათედრის შეკრება წლის დასაწყისში. ამ შეკრებაზე (წლის დასაწყისში და სავარაუდოდ შემდეგ ყოველი სემესტრის ბოლოს როგორც მინიმუმ) აუცილებელია, რომ კათედრაზე მოხდეს ეროვნული სასწავლო გეგმის საგნობრივი პროგრამებისა და შესაბამისად არჩეული სახელმძღვანელოების განხილვა. წლის დასაწყისში საუბარი იმისთვის, რომ წინასწარ იქნეს დასახული გეგმები: თუ რა საჭიროებები ექნებათ მასწავლებლებს წლის განმავლობაში; რა პრობლემების გადაჭრა იქნება აუცილებელი; რა რესურსების გამოყენება იქნება საჭირო საგანმანათლებლო სტანდარტის შესრულების მიმდინარეობისას. ამ დროეისთვის უნდა მოხდეს პრობლემების გამოვლენა და შეფასება, თუ რა ხარისხით იქნება შესაძლებელი ყველა მოსწავლისთვის საგნობრივ პროგრამებში აღწერილი შედეგების მიღწევა.

 

ქ.თბილისის N-45 საჯარო სკოლის

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრის დებულება

 

I თავი.   ზოგადი დებულება

 

1.1. ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრათავის საქმიანობას წარმართავს ზოგადი განათლების შესახებ კანონის, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, ეროვნული სასწავლო გეგმის, ს.ს.ი.პ. N-45 სკოლის წესდების, სკოლის ”კოდექსის” (მიზნების), შინაგანაწესისა დაამ დებულების შესაბამისად.

 

1.2. მოქმედების არეალი

ს.ს.ი.პ. N-45 საჯარო სკოლა.

 

II თავი.   კათედრის დებულების დამტკიცება

 

2.1. კათედრის დებულებას შეიმუშავებენ კათედრის წევრები თავმჯდომარესთან ერთად, ათანხმებენ დირექციასთან და ამტკიცებს პედაგოგიური საბჭო სხდომაზე.

 

2.2. აღნიშნული დებულება ძალაშია პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე დამტკიცებისთანავე.

 

III თავი.   კათედრის მიზნები და ამოცანები

 

3.1. კათედრის მისია.

ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა ზრუნავს მასწავლებელთა სულიერი, ფიზიკური და გონებრივი შესაძლებლობების განვითარებაზე ინოვაციური პედაგოგიური მიდგომების დანერგვის გზით.

 

3.2. კონკრეტული მიზნები და ამოცანები

  • სახელმძღვანელოების ეფექტურად შერჩევა;
  • მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული საგნობრივი პროგრამებისა და შეფასების სისტემის შექმნა და დანერგვა;
  • პედაგოგთა პროფესიული განვითარება;
  • კვლევითი საქმიანობის ეფექტური დაგეგმვა დაგანხორციელება;
  • პედაგოგთა საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება;
  • პედაგოგთა შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარება.

 

IV თავი.   კათედრის წევრობა

 

4.1. ქართული ენისა და ლიტერატურის კათედრა აერთიანებს ამ საგნის ყველა პედაგოგს. ისინი თანასწორობის საფუძველზე მონაწილეობენ კათედრის სხდომებზე.

 

4.2. კათერდა იკრიბება სემესტრში ორჯერ მაინც;

 

4.3. რიგგარეშე კათედრის სხდომა ჩატარდება:

ა) საჭიროების შემთხვევაში კათედრის თავმჯდომარის ან კათედრის წევრების 1/3- ის მოთხოვნისთანავე;

ბ) წევრები კათედრის რიგგარეშე სხდომის შესახებ გაფრთხილებული უნდა იყვნენ სამი სამუშაო დღით ადრე მაინც, განსახილველი საკითხების მითითებით;

გ) სხდომის მოწვევის უზრუნველყოფა ევალება კათედრის თავმჯდომარეს.

 

4.2. კათერდის წევრების უფლება-მოვალეობები

კათედრის წევრს უფლება აქვს:

ა) აირჩიოს და არჩეულ იქნეს კათედრის თავმჯდომარედ:

ბ) კათედრის სხდომაზე გადაწყვეტილებების მიღებისას ისარგებლოს ერთი ხმის უფლებით;

გ) შევიდეს ინიციატივებით სხდომაზე და განხილვაზე დააყენოს მისთვის საინტერესო საკითხი;

დ) მონაწილეობა მიიღოს საათების გადანაწილებაში;

ე) მონაწილეობა მიიღოს კათედრის სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში;

კათედრის წევრი მოვალეა:

ა) დაესწროს კათერდის სხდომებს (თუ არ არსებობს გაცდენის ობიექტური მიზეზი);

ბ) მონაწილეობა მიიღოს სახელმძღვანელოების შერჩევაში;

გ) იზრუნოს კათედრის ეფექტურად ფუნქციონირებისათვის და ჯეროვნად შეასრულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები;

დ) დანერგოს თანამედროვე მეთოდები და მიდგომები;

ე) იზრუნოს საკუთარი და კათედრის წევრების პროფესიულ განვითარებაზე;

 

V თავი.   კათედრის თავმჯდომარე

 

5.1. არჩევის წესი

          ა)  კათედრის  თავმჯდომარეს  ერთი  წლის  ვადით  ირჩევენ  კათედრის  წევრები,  სასწავლო წლის  დასაწყისში  ფარული ან ღია   კენჭისყრით;
          ბ)
საგნობრივი კათედრის თითოეული წევრი როტაციის პრინციპით ხდება კათედრის თავმჯდომარე. ერთი და იმავე პირის მეორედ არჩევა შესაძლებელია მხოლოდ მას  შემდეგ, რაც საგნობრივი ჯგუფის თითოეული წევრი ერთხელ მაინც იქნება თავმჯდომარე;

        გ) კათედრის თავმჯდომარის წარდგენის უფლება აქვს მხოლოდ კათედრის წევრებს;

 

5.2. ფუნქცია-მოვალეობები:

კათედრის თავმჯდომარე:

ა) უძღვება კათედრის სხდომებს და ხელმოწერით ამტკიცებს სხდომის ოქმებს;

ბ) კათედრის წევრებთან ერთად უზრუნველყოფს წლის სტრატეგიული გეგმის მომზადებას;

გ) ამზადებს შუალედურ და საბოლოო ანგარიშებს წელიწადში ორჯერ მაინც გაწეული საქმიანობის შესახებ პედაგოგიურ საბჭოს სხდომაზე წარსადგენად;

დ) კათედრის მიმდინარე საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აწვდის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს;

ე) მოვალეა უზრუნველყოს კათედრის სხდომების ორგანიზება და დროულად ჩატარება;

ვ) უზრუნველყოფს კათედრის სტრატებიული გეგმის შესრულებას დ აგაწეული საქმიანობის მონიტორინგს;

ზ) უზრუნველყოფს კათედრის ეფექტურად ფუნქციონირებასა და განვითარებისათვის სხვადასხვა ღონისძიებიბის (ლექცია, სემინარები, სამოდელო გაკვეთილები და სხვა) ჩატარებას;

თ) კოორდინირებას უწევს კათედრის მუშაობას და უზრუნველყოფს ფუნქციების ეფექტურად განაწილებას კათედრის წევრებს შორის;

ი) წარუდგენს წინადადებებსა და რეკომენდაციებს (პადაგოგთა რეიტინგის, წახალისების მექანიზმების, ექსპერტთა მოწვევის, ტრენინგებისა და სხვა ღონისძიებათა შესახებ) სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგიურ საბჭოს;

 

 

VI თვი.   კათედრის სხდომა

 

გადაწყვეტილებები:

6.1. კათედრა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თუ:

ა) კათედრის სხდომას ესწრება კათედრის საერთო წევრთა 2/3.

ბ) კათედრის სხდომა გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით:

გ) ხმების თანაბარი რაოდენობით გაყოფის შემთხვევაში კათედრის თავმჯდომარის ხმა არის გადამწყვეტი;

 

6.2. სხდომის ჩატარება

თუ კათედრაზე გაერთიანებულია ხუთზე მეტი წევრი, კათედრის თავმჯდომარე ირჩევს და ნიშნავს მოადგილეს.

ა) მოადგილე უფლებამოსილია თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევში განახორციელოს თავმჯდომარის უფლებამოსილება (მოიწვიოს სხდომა, წარუძღვეს მას და ა.შ.)

ბ) თუ კათედრაზე გაერთიანებულია ხუთი ან ნაკლები წევრი კათედრის თავმჯდომარის მოადგილე არ აირჩევა. სხდომა უფლებამოსილია მხოლოდ კათედრის თავმჯდომარის უფლებამოსილებით;

 

 

 

VII თავი.   ცვლილება-დამატებები დებულებაში

 

7.1. ცვლილებებს შეიმუშავებს კათედრის თავმჯდომარე წევრებთან ერთად და ამტკიცებს პედაგოგიური საბჭო.