კათედრის დებულება

ქ. თბილისის  № 45   საჯარო  სკოლის  მათემატიკის  კათედრის  დებულება

I  თავი.  ზოგადი  დებულება

1.1    მათემატიკის  კათედრა  თავის  საქმიანობას  წარმართავს       ზოგადი განათლების  შესახებ  კანონის,  ზოგადი  განათლების  ეროვნული  მიზნების,  ეროვნული        სასწავლო  გეგმის,  ს.ს.ი.პ    45  სკოლის  წესდების,  სკოლის  „ კოდექსის“ (მიზნების),   შინაგანაწესისა  და  ამ  დებულების  შესაბამისად.
1.2     მოქმედების  არეალი
          ს.ს.ი.პ     45   საჯარო  სკოლა.

II  თავი.  კათედრის  დებულების  დამტკიცება

2.1    კათედრის  დებულებას  შეიმუშავებენ  კათედრის  წევრები  თავჯდომარესთან  ერთად, ათანხმებენ  დირექციასთან  და  ამტკიცებს  პედაგოგიური  საბჭო  სხდომაზე.
2.2    აღნიშნული  დებულება  ძალაშია  პედაგოგიური  საბჭოს  სხდომაზე  დამტკიცებისთანავე
.

 
III  თავი.  კათედრის მიზნები და ამოცანები


3.1    კათედრის მისია

        მათემატიკის  კათედრის  დანიშნულებაა  სწავლის  ხარისხის ამაღლების  ხელშეწყობა  თანამედროვე  პედაგოგიური მიდგომებისა და ტექნოლოგიების დანერგვის გზით.

          

3.2    კონკრეტული მიზნები და ამოცანები

                -    სახელმძღვანელოების  ეფექტურად  შერჩევა;
                -    მოსწავლის  განვითარებაზე  ორიენტირებული  საგნობრივი  პროგრამებისა  და  შეფასების  სისტემის შექმნა  და  დანერგვა;
                -    პედაგოგთა  პრეფესიული  განვითარება;
                -    კვლევითი  საქმიანობის  ეფექტურად  დაგეგმვა  და  განხორციელება;
                -    პედაგოგთა  საქმიანობის  მონიტორინგი  და შეფასება;
                -    პედაგოგთა  შორის  ურთიერთთანამშრომლობის  განვითარება;

IV  თავი.   კათედრის  წევრობა

4.1  მატემატიკის  კათედრა  აერთიანებს  საგნის   ყველა  პედაგოგს.  ისინი  თანასწორობის  საფუძველზე  მონაწილეობენ  კათედრის  სხდომებზე.
4.2  კათედრა იკრიბება სემესტრში  ორჯერ  მაინც;
4.3  რიგგარეშე  კათედრის  სხდომა  ჩატარდება:
       ა)  საჭიროების შემთხვევაში  კათედრის  თავმჯდომარის  ან  კათედრის  წევრების       1/3-  ის მოთხოვნისთანავე;
       ბ)  წევრები  კათედრის  რიგგარეშე  სხდომის  შესახებ  გაფრთხილებული  უნდა  იყვნენ  სამი სამუშაო  დღით  ადრე  მაინც,  განსახილველი  საკითხების  მითითებით;

       გ) სხდომის  მოწვევის  უზრუნველყოფა  ევალება  კათედრის  თავმჯდომარეს.

 4.4.  კათედრის  წევრების  უფლება-მოვალეობები.
     კათედრის წევრს  უფლება აქვს:
            ა)  აირჩიოს  და  არჩეულ  იქნეს  კათედრის  თავმჯდომარედ;
            ბ)  კათედრის  სხდომაზე  გადაწყვეტილებების  მიღებისას  ისარგებლოს  ერთი  ხმის უფლებით;
            გ)  შევიდეს  ინიციატივებით  სხდომაზე  და  განხილვაზე  დააყენოს  მისთვის  საინტერესო  საკითხი;
           დ)  მონაწილეობა მიიღოს  კათედრის  სტრატეგიული  გეგმის  შემუშავებაში;
           ე)   მონაწილეობა  მიიღოს  საათების  გადანაწილებაში.
     კათედრის  წევრი  მოვალეა:
           ა)  დაესწროს  კათედრის  სხდომებს  ( თუ  არ  არსებობს  გაცდენის  ობიექტური  მიზეზი);
           ბ)  მონაწილეობა  მიიღოს  სახელმძღვანელოების  შერჩევაში;
           გ)  იზრუნოს  კათედრის  ეფექტურად  ფუნქციონირებისათვის  და  ჯეროვნად  შეასრულოს
                 სხდომაზე  მიღებული  გადაწყვეტილებები;
           დ)  იზრუნოს  საკუთარი  და  კათედრის  წევრების  პროფესიულ  განვითარებაზე;

    
V  თავი.      კათედრის  თავმჯდომარე
    
    5.1  არჩევის  წესი
           ა)  კათედრის  თავმჯდომარეს  ერთი  წლის  ვადით  ირჩევენ  კათედრის  წევრები,  სასწავლო წლის  დასაწყისში  ფარული ან ღია   კენჭისყრით;
          ბ)
საგნობრივი კათედრის თითოეული წევრი როტაციის პრინციპით ხდება კათედრის თავმჯდომარე. ერთი და იმავე პირის მეორედ არჩევა შესაძლებელია მხოლოდ მას  შემდეგ, რაც საგნობრივი ჯგუფის თითოეული წევრი ერთხელ მაინც იქნება თავმჯდომარე;

          გ)  კათედრის  თავმჯდომარის  წარდგენის  უფლება  აქვთ  მხოლოდ  კათედრის  წევრებს;

    5.2  ფუნქცია-მოვალეობებები:
     კათედრის  თავმჯდომარე:
            ა)  უძღვება  კათედრის  სხდომებს  და  ხელმოწერით  ამტკიცებს  სხდომის  ოქმებს;
            ბ)  კათედრის  წევრებთან  ერთად უზრუნველყოფს  წლის  სტრატეგიული  გეგმის  მომზადებას;
            გ)  ამზადებს  შუალედურ  და  საბოლოო  ანგარიშებს  წელიწადში  ორჯერ  მაინც  გაწეული    საქმიანობის  შესახებ  პედაგოგიურ  საბჭოს  სხდომაზე  წარსადგენად;
            დ)  კათედრის  მიმდინარე  საქმიანობის  შესახებ  ინფორმაციას  აწვდის  ნებისმიერ   დაინტერესებულ  პირს;
             ე)  მოვალეა  უზრუნველყოს  კათედრის  სხდომების  ორგანიზება  და  დროულად  ჩატარება;
             ვ)  უზრუნველყოფს  კათედრის  სტრატეგიული  შესრულებას  და  გაწეული  საქმიანობის მონიტორინგს;
             ზ)  უზრუნველყოფს  კათედრის  ეფექტურად  ფუნქციონირებისა  და  განვითარებისათვის სხვადასხვა  ღონისძიების  ( ლექცია,  სემინარები,  სამოდელო  გაკვეთილები  და  სხვა) ჩატარებას;
            თ)  კოორდინირებას  უწევს  კათედრის  მუშაობას  და  უზრუნველყოფს  ფუნქციების  ეფექტურად  განაწილებას  კათედრის  წევრებს  შორის;
             ი)  წარუდგენს  წინადადებებსა  და  რეკომენდაციებს  ( პედაგოგთა  რეიტინგის,  წახალისების  მექანიზმების,  ექსპერტთა  მოწვევის,  ტრენინგებისა და  სხვა  ღონისძიებათა  შესახებ ) სკოლის  ადმინისტრაციასა  და  პედაგოგიურ  საბჭოს.                    

 

VI   თავი.     კათედრის  სხდომა

გადაწყვეტილებები:
6.1      კათედრა  უფლებამოსილია  მიიღოს  გადაწყვეტილება  თუ:
           ა)    კათედრის  სხდომას  ესწრება  კათედრის  საერთო  წევრთა   2/3.
           ბ)   კათედრის  სხდომა  გადაწყვეტილებებს  იღებს  დამსწრეთა  ხმების  უმრავლესობით;
           გ)   ხმების  თანაბარი  რაოდენობით  გაყოფის  შემთხვევაში  კათედრის   თავმჯდომარის  ხმა არის  გადამწყვეტი;
6.2     სხდომის  ჩატარება
          თუ  კათედრაზე  გაერთიანებულია  ხუთზე  მეტი  წევრი,  კათედრის  თავმჯდომარე  ირჩევს  და     ნიშნავს  მოადგილეს.
              ა)  მოადგილე  უფლებამოსილია  თავმჯდომარის  არყოფნის  შემთხვევაში  განახორციელოს თავმჯდომარის  უფლებამოსილება ( მოიწვიოს  სხდომა,  წარუძღვეს  მას  და  ა.შ )
              ბ)  თუ  კათედრაზე  გაერთიანებულია  ხუთი  ან  ნაკლები  წევრი  კათედრის  თავმჯდომარის  მოადგილე  არ  აირჩევა.  სხდომა  უფლებამოსილია  მხოლოდ  კათედრის  თავმჯდომარის  უფლებამოსილებით;

VII  თავი.    ცვლილება-დამატებები  დებულებაში

   7.1   ცვლილებებს  შეიმუშავებს   კათედრის  თავმჯდომარე  წევრებთან  ერთად  და  ამტკიცებს    პედაგოგიური  საბჭო.