კათედრის დებულება

I თავი.   ზოგადი დებულება

 

1.1 უცხოური ენის კათედრა თავის საქმიანობას წარმართავს ზოგადი განათლების შესახებ კანონის, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, ეროვნული სასწავლო გეგმის, ს.ს.ი.პ. N 45 სკოლის წესდების, სკოლის „კოდექსის“       ( მიზნები) შინაგანაწესისა და ამ დებულების შესაბამისად.

1.2 მოქმედების არეალი

ს.ს.ი.პ.  N 45 საჯარო სკოლა.

 

 

II თავი.  კათედრის დებულების დამტკიცება

 

2.1 კათედრის დებულებას შეიმუშავებენ კათედრის წევრები თავმჯდომარესთან ერთად, ათანხმებენ დირექცისთან და ამტკიცებს პედაგოგიური საბჭო სხდომაზე.

2.2 აღნიშნული დებულება ძალაშია პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე დამტკიცებისთანავე.

 

III თავი.  კათედრის მიზნები და ამოცანები

 

3.1 კათდრის მისია.

უცხოური ენის კათედრა ზრუნავს მოსწავლეთა სწავლება/სწავლის პროცესის ხარისხის ამღლებასა და მათი მიღწევების გაუმჯობესებაზე, თანამედროვე პედაგოგიური მეთოდოლოგიისა და მიდგომების დანერგვის გზით.

 

3.2 კონკრეტული მიზნები და ამოცანები.

  • სახელმძღვანელოების ეფექტურად შერჩევა;
  • პედაგოგთა პროფესიული განვითარება;
  • კვლევითი საქმიანობის ეფექტურად დაგეგმვა და განხორციელება;
  • პედაგოგთა საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება;
  • პედაგოგთა შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარება;
  • მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული საგნობრივი პროგრამებისა და შეფასების სისტემის შექმნა და დანერგვა.

 

 

 

IV თავი.  კათდრის წევრობა

 

4.1 უცხო ენის კათედრა აერთიანებს საგნის (რუსული, ინგლისური, გერმანული) ყველა პედაგოგს. ისინი თანასწორობის საფუძველზე მონაწილეობენ კათედრის სხდომებზე.

4.2 კათედრა იკრიბება სემესტრში ორჯერ მაინც;

4.3 რიგგარეშე კათედრის სხდომის ჩტარება;

          ა) საჭიროების შემთხცვევაში კათედრის თავმჯდომარის ან კათდრის წევრების 1/3 მოთხოვნისთანავე

         ბ) სხდომის მოწვევის უზრუნველყოფა ევალება კათედრის თავმჯდომარეს.

 

4.4 კათედრის წევრების უფლება მოვალეობები

კათდრის წევრს უფლება აქვს:

        ა) აირჩიოს და არჩეულ იქნეს კათედრის თავმჯდომარედ;

        ბ) კათედრის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღებისას ისარგებლოს ერთი ხმის უფლებით;

      გ) შევიდეს ინიციატივებით სხდომაზე და განხილვაზე დააყენოს მისთვის საინტერესო საკითხი;

     დ) მონაწილეობა მიიღოს საათების გადანაწილებაში;

     ე) მონაწილეობა მიიღოს კათედრის სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში;

 

კათედრის წევრი მოვალეა:

      ა) დაესწროს კათედრის სხდომებს (თუ არ არსებობს გაცდენის ობიექტური მიზეზი)

     ბ) მონაწილეობა მიიღოს სახელმძღვანელოების შერჩევაში;

     გ) იზრუნოს კათედრის ეფექტურად ფუნქციონირებისათვის და ჯეროვნად შეასრულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები;

    დ) აქტიურად დანერგოს ინოვაციური მეთოდები და მიდგომები;

    ე) იზრუნოს საკუთარი კათედრის წევრების პროფესიულ განვითარებაზე;

 

V თავი.  კათედრის თავმჯდომარე

 

5.1 არჩევის წესი
               ა)  კათედრის  თავმჯდომარეს  ერთი  წლის  ვადით  ირჩევენ  კათედრის  წევრები,  სასწავლო წლის  დასაწყისში  ფარული ან ღია   კენჭისყრით;
          ბ)
საგნობრივი კათედრის თითოეული წევრი როტაციის პრინციპით ხდება კათედრის თავმჯდომარე. ერთი და იმავე პირის მეორედ არჩევა შესაძლებელია მხოლოდ მას  შემდეგ, რაც საგნობრივი ჯგუფის თითოეული წევრი ერთხელ მაინც იქნება თავმჯდომარე;

    გ) კათედრის თავმჯდომარის წარდგენის უფლება აქვთ მხოლოდ კათედრის წევრებს.

5.2 ფუნქცია–მოვალეობები

კათედრის თავმჯდომარე:

     ა) უძღვება კათედრის სხდომებს და ხელმოწერით ამტკიცებს სხდომეის ოქმებს;

     ბ) კათედრის წევრებთან ერთად უზრუნველყოფს წლის სტარტეგიული გეგმის მომზადებას.

    გ) ამზადებს შუალედურ და საბოლოო ანგარიშებს წელიწადში 2–ჯერ მაინც გაწეული საქმიანობის შესახებ პედაგოგიურ საბჭოს სხდომაზე წარსადგენად;

   დ) კათედრის მიმდინარე საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აწვდის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს;

    ე) მოვალეა უზრუნველყოს კათედრის სხდომების ორგანიზება და დროულად ჩატარება;

   ვ) უზრუნველყოფს კათედრის სტრატეგიული გეგმის შესრულებას და გაწეული საქმიანობის მონიტორინგს;

    ზ) უზრუნველყოფს კათედრის ეფექტურად ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის სხვადასხვა ღონისძიების (ლექცია, სემინარები, სამოდელო გაკვეთილები და სხვა) ჩატარებას;

    თ) კოორდინირებას უწევს კათედრის მუშაობას და უზრუნველყოფს ფუნქციების ეფექტურად განაწილებას კათედრის წევრებს შორის;

    ი) წარუდგენს წინადადებებსა და რეკომენდაციებს (პედაგოგთა რეიტინგის, წახალისების მექანიზმების, ექსპერტთა მოწვევის, ტრენინგებისა და ღონისძიებების შესახებ) სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგიურ საბჭოს.

 

VI თავი.  კათედრის სხდომა

 

გადაწყვეტილებები:

6.1 კათედრა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თუ:

     ა) კათედრის სხდომებს ესწრება კათედრის საერთო წევრთა 2/3;

     ბ) კათედრის სხდომა გადსაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით;

     გ) ხმების თანაბარი რაოდენობით გაყოფის შმთხვევაში კათედრის თავმჯდომარის ხმა არის გადამწყვეტი;

6.2 სხდომის ჩატარება;

თუ კათედრაზე გაერთიანებულია ხუთზე მეტი წევრი, კათედრის თავმჯდომარე ირჩევს და ნიშნავს მოადგილეს.

     ა) მოადგილე უფლებამოსილია  თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში განახორციელოს თავმჯდომარის უფლებამოსილება (მოიწვიოს სხდომა, წარუძღვეს მას და ა.შ.)

    ბ) თუ კათედრაზე გაერთიანებულია 5 ან ნაკლები წევრი კათედრის თავმჯდომარის მოადგილე არ აირჩევა. სხდომა უფლებამოსილია მხოლოდ კათედრის თავმჯდომარის უფლებამოსილებით.

 

 

VII თავი.  ცვლილება დამატებები დებულებაში

 

7.1 ცვლილებებს შეიმუშავებს კათედრის თავმჯდომარე წევრებთან ერთად და ამტკიცებს პედაგოგიური საბჭო.