კათედრის დებულება

 

 

ქ.თბილისის N 45–ე საჯარო სკოლის

საზოგადოებრივ და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის დებულება

 

 

I თავი.   ზოგადი დებულება

 

1.1 საზოგადოებრივ და სოციალურ მეცნიერებათა  კათედრა თავის საქმიანობას  წარმართავს ზოგადი განათლების შესახებ კანონის, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, ეროვნული სასწავლო გეგმის, ს.ს.ი.პ. N 45 სკოლის წესდების, სკოლის „კოდექსის“                   ( მიზნები) შინაგანაწესისა და ამ დებულების შესაბამისად.

1.2  მოქმედების არეალი

       ს.ს.ი.პ.  N 45 საჯარო სკოლა.

 

 

II თავი.  კათედრის დებულების დამტკიცება

 

2.1  კათედრის დებულებას შეიმუშავებენ კათედრის წევრები თავმჯდომარესთან ერთად,  ათანხმებენ დირექცისთან და ამტკიცებს პედაგოგიური საბჭო სხდომაზე.

2.2  აღნიშნული დებულება ძალაშია პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე დამტკიცებისთანავე.

 

III თავი.  კათედრის მიზნები და ამოცანები

 

3.1  კათედრის მისია.

      საზოგადოებრივ და სოციალურ მეცნიერებათა კათედრის დანიშნულებაა ეფექტური საგანმანათლებლო პროგრამების დანერგვა მოსწავლეთა მიღწევების გასაუმჯობესებლად.

3.2  კონკრეტული მიზნები და ამოცანები.

  • სახელმძღვანელოების ეფექტურად შერჩევა;
  • პედაგოგთა პროფესიული განვითარება;
  • კვლევითი საქმიანობის ეფექტურად დაგეგმვა და განხორციელება;
  • პედაგოგთა საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება;
  • პედაგოგთა შორის ურთიერთთანამშრომლობის განვითარება;
  • მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული საგნობრივი პროგრამებისა და შეფასების სისტემის შექმნა და დანერგვა.

 

 

 

IV თავი.  კათდრის წევრობა

 

4.1 საზოგადოებრივ და სოციალურ მეცნიერებათა  კათედრა აერთიანებს საგნის(ჩვენი საქართველო, საქართველოსა და მსოფლიო ისტორიის,  საქართველოს ისტორიის, შესავალი ისტორიაში, გეოგრაფიის, საქართველოს გეოგრაფიის, მსოფლიო გეოგრაფიის, გლობალური პრობლემების გეოგრაფიის, სამოქალაქო  განათლების, სამოქალაქო თავდაცვა და უსაფრთხოების) ყველა პედაგოგს. ისინი თანასწორობის საფუძველზე მონაწილეობენ კათედრის სხდომებზე.

4.2 კათედრა იკრიბება სემესტრში 2–ჯერ მაინც;

4.3 რიგგარეშე კათედრის სხდომის ჩატარდება:

      ა) საჭიროების შემთხცვევაში კათედრის თავმჯდომარის ან კათდრის წევრების 1/3   მოთხოვნისთანავე;     

      ბ) წევრები კათედრის რიგგარეშე  სხდომის შესახებ გაფრთხილებული უნდა იყვნენ სამი სამუშაო დღით ადრე მაინც, განსახილველი საკითხების მითითებით.

 

4.4 კათედრის წევრების უფლება–მოვალეობები

კათდრის წევრს უფლება აქვს:

       ა) აირჩიოს და არჩეულ იქნეს კათედრის თავმჯდომარედ;

       ბ) კათედრის სხდომაზე გადაწყვეტილების მიღებისას ისარგებლოს ერთი ხმის უფლებით;

       გ) შევიდეს ინიციატივებით სხდომაზე და განხილვაზე დააყენოს მისთვის საინტერესო  საკითხი;

       ) მონაწილეობა მიიღოს კათედრის სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში;

კათედრის წევრი მოვალეა:

        ა) დაესწროს კათედრის სხდომებს (თუ არ არსებობს გაცდენის ობიექტური მიზეზი);

        ბ) მონაწილეობა მიიღოს სახელმძღვანელოების შერჩევაში;

        გ) იზრუნოს კათედრის ეფექტურად ფუნქციონირებისათვის და ჯეროვნად შეასრულოს  სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილებები;

        დ) დანერგოს სწავლების ახალი მეთოდები და მიდგომები;

         ე) იზრუნოს საკუთარი კათედრის წევრების პროფესიულ განვითარებაზე;

 

V თავი.  კათედრის თავმჯდომარე

 

5.1 არჩევის წესი

          ა)  კათედრის  თავმჯდომარეს  ერთი  წლის  ვადით  ირჩევენ  კათედრის  წევრები,  სასწავლო წლის  დასაწყისში  ფარული ან ღია   კენჭისყრით;
          ბ)
საგნობრივი კათედრის თითოეული წევრი როტაციის პრინციპით ხდება კათედრის თავმჯდომარე. ერთი და იმავე პირის მეორედ არჩევა შესაძლებელია მხოლოდ მას  შემდეგ, რაც საგნობრივი ჯგუფის თითოეული წევრი ერთხელ მაინც იქნება თავმჯდომარე;  

          გ) კათედრის თავმჯდომარის წარდგენის უფლება აქვთ მხოლოდ კათედრის წევრებს.

 

5.2 ფუნქცია–მოვალეობები

კათედრის თავმჯდომარე:

     ა) უძღვება კათედრის სხდომებს და ხელმოწერით ამტკიცებს სხდომეის ოქმებს;

     ბ) კათედრის წევრებთან ერთად უზრუნველყოფს წლის სტარტეგიული გეგმის მომზადებას.

         გ) ამზადებს შუალედურ და საბოლოო ანგარიშებს წელიწადში 2–ჯერ მაინც გაწეული              საქმიანობის შესახებ პედაგოგიურ საბჭოს სხდომაზე წარსადგენად;

        ) კათედრის მიმდინარე საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აწვდის ნებისმიერ           დაინტერესებულ პირს;

        ე) მოვალეა უზრუნველყოს კათედრის სხდომების ორგანიზება და დროულად ჩატარება;

        ვ) უზრუნველყოფს კათედრის სტრატეგიული გეგმის შესრულებას და გაწეული   საქმიანობის მონიტორინგს;

        ზ) უზრუნველყოფს კათედრის ეფექტურად ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის   სხვადასხვა ღონისძიების (ლექცია, სემინარები, სამოდელო გაკვეთილები და სხვა) ჩატარებას;

        თ) კოორდინირებას უწევს კათედრის მუშაობას და უზრუნველყოფს ფუნქციების  ეფექტურად განაწილებას კათედრის წევრებს შორის;

        ი) წარუდგენს წინადადებებსა და რეკომენდაციებს (პედაგოგთა რეიტინგის, წახალისების  მექანიზმების, ექსპერტთა მოწვევის, ტრენინგებისა და ღონისძიებების შესახებ) სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგიურ საბჭოს.

 

VI თავი.  კათედრის სხდომა

 

გადაწყვეტილებები:

6.1   კათედრა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თუ:

        ა) კათედრის სხდომებს ესწრება კათედრის საერთო წევრთა 70%

        ბ) კათედრის სხდომა გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით;

        გ) ხმების თანაბარი რაოდენობით გაყოფის შემთხვევაში კათედრის თავმჯდომარის ხმა არის  გადამწყვეტი;

6.2   სხდომის ჩატარება;

        თუ კათედრაზე გაერთიანებულია ხუთზე მეტი წევრი, კათედრის თავმჯდომარე ირჩევს და ნიშნავს მოადგილეს.

        ა) მოადგილე უფლებამოსილია  თავმჯდომარის არყოფნის შემთხვევაში განახორციელოს        თავმჯდომარის უფლებამოსილება (მოიწვიოს სხდომა, წარუძღვეს მას და ა.შ.)

        ბ) თუ კათედრაზე გაერთიანებულია ხუთი ან ნაკლები წევრი კათედრის თავმჯდომარის  მოადგილე არ აირჩევა. სხდომა უფლებამოსილია მხოლოდ კათედრის თავმჯდომარის უფლებამოსილებით.

 

 

VII თავი.  ცვლილება დამატებები დებულებაში

 

7.1    ცვლილებებს შეიმუშავებს კათედრის თავმჯდომარე წევრებთან ერთად და ამტკიცებს  პედაგოგიური საბჭო


კათედრის თავჯდომარის კრიტერიუმები:

 

 

ü  მოტივაცია:

არის მოტივირებული და ინიციატივიანი პიროვნება. ამავე დროს შეუძლია წაახალისოს კოლეგები და  მათაც აუმაღლოს მოტივაცია.

ü  კომუნიკაცია:

შეუძლია სხვისი მოსმენა. მიღებული გადაწყვეტილებების ნათლად და მაკაფიოდ წარმოჩენა,როგორც კოლეგებთან, ასევე ადმინისტრაციის წარმომადგენლებთან.

ü  თანამშრომლობა და გუნდში მუშაობა:

მუშაობს, როგორც გუნდის რიგითი წვერი და შეუძლია ფუნქცია–მოვალეობების სხვა წევრებზე დელეგირება. კოლეგებს ეხმარება საქმიანობის დაგეგმვასა და განხორციელებაში.

ü  კონფლიქტების მოგვარება:

შეუძლია ცვლილებების პროცესში წამოჭრილი კონფლიქტებისა და უთანხმოებების დიპლომატიურად მოგვარება.

ü  მიზნის დასახვა:

შეუძლია პრიორიტეტების, მიზნების/ამოცანების განსაზღვრა და მათი განხორციელების გეგმის შემუშავება.

ü  მონიტორინგი და შეფასება:

შეუძლია მიმდინარე პროცესებზე ინფორმაციის თავმოყრა, მათი ანალიზი და ამის საფუძველზე დასკვნის გამოტანა.

ü  რესურსების მართვა:

შეუძლია, როგორც ადამიანური, ასევე მატერიალური რესურსების განვითარება. ამავე დროს არსებული რესურსების ეფექტურად გამოყენება.