კათედრის დებულება

 

 

 


 I თავი. ზოგადი დებულება                                            

 

1.1           სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრა თავის საქმიანობას წარმართავს ზოგადი განათლების შესახებ კანონის, ზოგადი განათლების ეროვნული მიზნების, ეროვნული სასწავლო გეგმის, ს.ს.ი.პ. #45–ე სკოლის წესდების, სკოლის „კოდექსის“ (მიზნები), შინაგანაწესისა და ამ დებულების შესაბამისად

    1.2            მოქმედების არეალი

       ს.ს.ი.პ #45 საჯარო სკოლა.

II თავი. კათედრის დებულების დამტკიცება

 

2.1 კათედრის დებულებას შეიმუშავებენ კათედრის წევრები თავჯდომარესთან ერთად, ათანხმებენ დირექციასთან და ამტკიცებს პედაგოგიური საბჭო სხდომაზე.

2.2 აღნიშნული დებულება ძალაშია პედაგოგიური საბჭოს სხდომაზე დამტკიცებისთანავე

 

III თავი. კათედრის მიზნები და ამოცანები

 

3.1 კათედრის მისია.


სპორტისა და ესთეტიკური აღზრდის კათედრის დანიშნულებაა, მოსწავლეთა ფიზიკური სრულყოფა, ცხოვრების ჯანსაღი წესის სტიმულირება. მუსიკალური ნაწარმოების მოსმენისა და აღქმის უნარის, სახვითი ხელოვნების ელემენტების, ნამუშევრების შექმნის სხვადასხვა მასალის, ტექნიკის გამოყენება უნარის გამომუშავება

 

3.2 კონკრეტული მიზნების და ამოცანები

 

vსახელმძღვანელოების ეფექტურად შერჩევა;

vპედაგოგთა პროფესიული განვითარება;

vკვლევითი საქმიანობის ეფექტურად დაგეგმვა და განხორციელება;

vპედაგოგთა საქმიანობის მონიტორინგი და შეფასება;

vპედაგოგთა შორის ურთირთთანამშრომლობის განვითარება;

vმოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული საგნობრივი პროგრამებისა და შეფასების სისტემის შექმნა და დანერგვა.

 

IV თავი. კათედრის წევრობა

 

4.1 სპორტისა  და ესთეტიკური აღზრდის კათედრა აერთიანებს საგნის (სახვით და გამოყენებითი ხელოვნების,  მუსიკის, ქართული ცეკვის და სპორტის) ყველა პედაგოგს;

4.2 კათედრა იკრიბება სემესტრში ორჯერ მაინც;

4.3 რიგგარეშე კათდრის სხდომა ჩატარდება:

ა) საჭიროების შემთხვევაში კათედრის თამჯდომარე ან კათედრის წევრების 1/3–ის მოთხოვნისთანავე;

        ბ) წევრები კათედრის რიგგარეშე სხდომის შესახებ გაფრთხილებული უნდა იყვნენ სამი სამუშაი დღით ადრე მაინც, განსახილველი საკითხების მითითებით

 

4.4 კათედრის წევრების უფლება–მოვალეობები

კათედრის წევრს უფლება აქვს:

       ა) აირჩიოს და არჩეულ იქნეს კათედრის თავჯდომარედ;

       ბ) კათედრის სხდომაზე გადაწყვეტილებების მიღებისას ისარგებლოს ერთი ხმის უფლებით;

      გ) შევიდეს ინიციატივით სხდომაზე და განხილვაზე დააყენოს მისთვის საინტერესო საკითხი;

      დ) მონაწილეობა მიიღოს კათედრის სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში;

 

კათედრის წევრი მოვალეა:

      ა) დაესწროს კათედრის სხდომებს (თუ არ არსებობს გაცდენის ობიექტური მიზეზი);

     ბ) მონაწილეობა მიიღოს სახელმძღვანელოების შრჩევაში;

     გ) იზრუნოს კათედრის ეფექტურად ფუნქციონირებისათვის და ჯეროვნად შასრულოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეყილებები;

    დ) დანერგოს სწავლების ახალი მეთოდები და მიდგომები;

     ე) იზრუნოს საკუთარი და კათედრის წევრების პროფესიულ განვითარებაზე;

 

V თავი. კათედრის თავჯდომარე

 

5.1 არჩევის წესი

     ა)  კათედრის  თავმჯდომარეს  ერთი  წლის  ვადით  ირჩევენ  კათედრის  წევრები,  სასწავლო წლის  დასაწყისში  ფარული ან ღია   კენჭისყრით;
     ბ)
საგნობრივი კათედრის თითოეული წევრი როტაციის პრინციპით ხდება კათედრის თავმჯდომარე. ერთი და იმავე პირის მეორედ არჩევა შესაძლებელია მხოლოდ მას  შემდეგ, რაც საგნობრივი ჯგუფის თითოეული წევრი ერთხელ მაინც იქნება თავმჯდომარე; 

              გ) კათედრის თავჯდომარის წარდგენის უფლება აქვთ მხოლოდ კათედრის წევრებს;

 

5.2 ფუნქცია–მოვალეობები:

კათედრის თავჯდომარე:

        ა) უძღვება კათედრის ხსდომებს და ხელმოწერით ამტკიცებს სხდომის ოქმებს;

        ბ) კათედრის წევრებთან ერთად უზრუნველყოფს წლის სტრატეგიული გეგმის მომზადებას;

       გ) ამზადებს შუალედურ და საბოლოო ანგარიშებს წელიწადში ორჯერ მაინც გარკვეული საქმიანობის შესახებ პედაგოგიურ საბჭოს სხდომაზე წარსადგენად;

      დ) კათედრის მიმდინარე საქმიანობის შესახებ ინფორმაციას აწვდის ნებისმიერ დაინტერესებულ პირს;

      ე) უზრუნველყოფს კათედრის ეფექტურად ფუნქციონირებისა და განვითარებისათვის სხვადასხვა ღონისძიების (ლექცია, სემინარები, სამოდელო გაკვეთილები და სხვა)

      თ) კოორდინირებას უწევს კათედრის მუშაობას და უზრუნველყოფს ფუნქციების ეფექტურად განაწილებას კათედრის წევრებს შორის;

     ი) წარუდგენს წინადადებებსა და რეკომენდაციებს (პედაგოგთა რეიტინგის, წახალისების მექანიზმების, ექსპერთა მოწვევის, ტრენინგებისა და სხვა ღონისძიებათა შესახებ) სკოლის ადმინისტრაციასა და პედაგოგიურ საბჭოს;

 

 

VI თავი, კათედრის სხდომა

 

გადაწყვეტილებები:

6.1 კათედრა უფლებამოსილია მიიღოს გადაწყვეტილება თუ:

       ა) კათედრის სხდომას ესწრება კათედრის საერთო წევრთა 70%.

       ბ) კათედრის სხდომა გადაწყვეტილებებს იღებს დამსწრეთა ხმების უმრავლესობით;

       გ) ხმების თანაბარი რაოდენობით გაყოფის შემთხვევაში კათედრის თავჯდომარის ხმა არის გადამწყვეტი;

6.2 სხდომის ჩატარება

თუ კათედრაზე გაერთიანებულია ხუთზე მეტი წევრი, კათედრის თავჯდომარე ირჩევს და ნიშნავს მოადგილეს.

     ა) მოადგილე უფლებამოსილია თავჯდომარის არყოფნის შემთხვევაში განახორციელოს თავჯდომარის უფლებამოსილება (მოიწვიოს სხდომა, წარუძღვეს მას და ა.შ)

     ბ) თუ კათედრაზე გაერთიანებულია ხუთი ან ნაკლები წევრი კათედრის თავჯდომარის მოადგილე არ აირჩევა. სხდომა უფლებამოსილია მხოლოდ კათედრის თავჯდომარის უფლებამოსილებით;

 

VII თავი. ცვლილება–დამატებები დებულებაში

 

7.1 ცვლილებებს შეიმუშავებს კათედრის თავჯდომარე წევრებთან ერთად და ამტკიცებს პედაგოგიური საბჭო.