შეფასების პრინციპები

ქალაქ   თბილისის   N45   საჯარო   სკოლა

 

                                                                   დამტკიცებულია კათედრის

                                                       სხდომაზე ოქმი N  1

                                                                                         თარიღი  3.09.2015

  

განმავითარებელი       შ ე ფ ა ს ე ბ ა

 

I-II-III-IV     კლასებში

  

2015–2016 სასწავლო წელი

 

 

დ/კლასების მოსწავლეთა შეფასებისას ვიყენებთ შეფასების ორ სახეს: მიმდინარეს და კომენტირებულს.

       ყოველდღიური ანუ (მიმდინარე) შეფასების დროს გამოყენებულ იქნას გამამხნევებელი, წამახალისებელი, დამრიგებლური, განმარტებითი სიტყვები: ყოჩაღ, მომწონს, უკეთესია, ძალიან კარგია, მოინდომე, შენ უკეთ შეგიძლია და ა. შ.

ა)     როცა მოსწავლე ყველა საგანში წარმატებულია, ვაკეთებთ შემდეგ კომენტარს:

არის გონიერი, შრომისმოყვარე, სისტემატურად ასრულებს დავალებას, იცავს მოსწავლეთა ქცევის წესებს, არის ყურადღებიანი და კონცენტრირებული, სწარაფად ითვისებს ახალ მასალას, შეუძლია დამოუკიდებლად მოიპოვოს საჭირო ინფორმაცია, ხალისით მუშაობს წყვილებში და ჯგუფებში, აქვს დაკვირვების და აღმოჩენის უნარი. გადმოსცემს სათქმელს, წერს ლამაზად გამართულად, გაწაფულია წერასა და ზეპირ ანგარიშში. ღია და დახურულ კითხვებზე პოულობს ადეკვატურ პასუხს. აქვს დამოუკიდებლად წიგნთან მუშაობის უნარი, არის მაძიებელი, შეუძლია მიღებული ცოდნის გამოყენება პრაკტიკაში, არის აქტიური და მუდამ ჩართულია საგაკვეთილო პროცესში.როცა მოსწავლე საპროგრამო მასალას ითვისებს კარგად, ვაკეთებთ შემდეგ კომენტარს:

არის შრომისმოყვარე, დაკვირვებული, სისტემატურად ასრულებს დავალებებს, პასუხისმგებლობით ეკიდება სასწავლო პროცესს, კარგად ითვისებს ახალ მასალას, კითხულობს გაბმით, აქვს წერითი და ზეპირი ანგარიშის უნარ-ჩვევები, აქვს სათანადო ლექსიკა, პასუხობს დახურულ კითხვებს, იცავს წეის ნორმებს, შეუძლია ტექსტის ანალიზი.

უკეთესი შედეგის მისაღწევად ვურჩევთ: იკითხოს ბევრი, გაიმდიდროს ლექსიკა, დამოუკიდებლად იმუშაოს წიგნთან, გაიწაფოს ანგარიშში, იყოს უფრო აქტიური და ჩართული საგაკვეთილო პროცესში.

გ) როცა მოსწავლეს გარკვეული ხარვეზები აქვს საპროგრამო მასალის ათვისებაში, ვაკეთებთ შემდეგ კომენტარს: (ვიწყებთ დადებითი შეფასებით)

            არის მეგობრული, ამყარებს კონტაქტს კლასთან, უყვარს წყვილებში და ჯგუფებში მუშაობა. უჭირს გაკვეთილზე ყურადღების კონცენტრირება, რაც პრობლემას უქმნის გაიაზროს და კარგად აითვისოს ახალი მასალა და დამოუკიდებლად შეასრულოს დავალებები, კითხულობს შეფერხებით, აქვს ღარიბი ლექსიკა, უჭირს კითხვებზე სათანადო პასუხის გაცემა.

            უნდა გაიწაფოს ზეპირ და წერით ანგარიშში, იყოს ყურადღებიანი, გაიუმჯობესოს კითხვის ტექნიკა.

დ) როცა მოსწავლე ვერ ძლევს საპროგრამო მასალას და არღვევს ქცევის ნორმებს, ვაკეთებთ შემდეგ კომენტარს:

არის მოუსვენარი, უყურადღებო, უპასუხისმგებლოდ ეკიდება სასწავლო პროცესს, არღვევს მოსწავლეთა ქცევის წესებს, არის კონფლიკტური, მოუწესრიგებელი აქვს სასწავლო ნივთები, ხშირად ავიწყდება დავალებების შესრულება. უჭირს წერა-კითხვა, აქვს მწირი ლექსიკური მარაგი, ვერ გადმოსცემს წაკითხულის შინაარსს, არ აქვს მათემატიკურ მოქმედებათა შესრულების უნარ-ჩვევები. საჭიროებს ლოგოპედის, ფსიქოლოგის დახმარებას, ინდივიდუალურ მიდგომას და დახმარებას.