2007–2008 წწ.

2007 წლის ოქტომბრიდან ასოციაცია “სკოლა – ოჯახი – საზოგადოება” ახორციელებს პროექტს “ღია სკოლების განვითარების პროგრამა”. პროექტის პირველ ეტაპზე ჩატარდა კვლევა.

კვლევის მიზნები და ამოცანები

გამოკვლევის მიზანს წარმოადგენდა დადგენილიყო პროექტის საწყის ეტაპზე სამიზნე სკოლის მდგომარეობა რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით. კერძოდ:

1. სკოლის მართვა და გადაწყვეტილებები
2. სწავლება და სწავლა
3. დაგეგმვა
4. შეფასება
5. გარემო და ურთიერთობები

მეთოდოლოგია

კვლევა განხორციელდა ქ. თბილისის N45 საჯარო სკოლაში. კვლევის მეთოდად გამოყენებულ იქნა წინასწარ შემუშავებული კითხვარები და კონსულტანტის მიერ ჩატარებული ფოკუსჯგუფი. კვლევის საერთო ანგარიშში ხუთივე კრიტერიუმი განხილულია.

სამიზნე ჯგუფი
კვლევამ მოიცვა 21 პედაგოგი და 26 მოსწავლე.

კვლევის ძირითადი შედეგები: სკოლაში არსებული სასტარტო მდგომარეობა


  ურთიერთობები / გარემო

  . პედაგოგთა უმრავლესობა კმაყოფილია იმ კოლექტივით, სადაც უწევთ საქმიანობა. 47% ნაწილობრივ და 43% სრულიად ეთანხმება მოსაზრებას რომ კოლეგები მათზე ზრუნავენ. მოსწავლეთა უმრავლესობაც მიიჩნევს, რომ სკოლაში ყოფნა სახალისოა, ადმინისტრაციის წევრები, თანაკლასელები და სხვა მოსწავლეები პატივისცემით ეპყრობიან, თუმცა მხოლოდ მათი მცირე ნაწილი ახერხებს ერთმანეთის გაცნობას და ღონისძიებებში მონაწილეობას. უნდა აღინიშნოს ის ფაქტიც, რომ გამოკითხულ პედაგოგთა მხოლოდ მცირე ნაწილი ფიქრობს სხვა სამსახურში გადასვლაზე.
  . გამოკითხულთა 62% აზრით, სკოლაში პედაგოგთა მოთხოვნები და საჭიროებები ნაწილობრივ გათვალისწინებული და შეძლებისდაგვარად დაკმაყოფილებულია. პედაგო გთა 57% თვლის, რომ სკოლა არ არის აღჭურვილი სწავლება-სწავლისათვის საჭირო აუცილებელი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით. მსგავსი პასუხები გამოიკვეთა მშობლების და მოსწავლეების უმრავლესობაში.
  . პედაგოგთა 62% მიიჩნევს, რომ სკოლა (საზოგადოებაში) მშობლებში ნაწილობრივ კარგი იმიჯით სარგებლობს. ისინი თითქმის სრულად არიან ინფორმირებულნი სკოლაში მიმდინარე ცვლილებების შესახებ. ამ უკანასკნელს სრულიად ეთანხმება გამოკითხულთა 48%, ხოლო 38% ნაწილობრივ, ამასვე ადასტურებს მშობელთა გამოკითხვა. მათი უმრავლესობა იცნობს სკოლაში მიმდინარე ცვლილებებს და დადებითად აფასებს.
  .პედაგოგთა 52% თვლის, რომ პროფესიული რჩევისათვის მიმართავენ ძირითად დირექტორს ან სასწავლო ნაწილს, ამ მოსაზრებას არ ეთანხმება 10%, თუმცა ამავე დროს სწავლება/სწავლასთან დაკავშირებით პრობლემებსა და მოსაზრებებს სიამოვნებით უზიარებენ ერთმანეთს (პედაგოგთა 62%).
 .გამოკითხულთა 38% თვლის, რომ ადმინისტრაცია კოლეგების მიმართ საკმაოდ მომთხოვნია, რადგან სკოლის მთავარი პრინციპებია სამართლიანობა და ობიექტურობა, თუმცა ამ უკანასკნელს სრულიად ეთანხმება გამოკითხულთა 48%, ნაწილობრივ 48% და არ ეთანხმება 14%. მასწავლებელთა მხოლოდ 19% ეთანხმება სრულიად და 66,6% ნაწილობრივ, რომ ადმინისტრაცია ეხმარება მათ მოსწვალეებთან მუშაობაში.

დასკვნა

პედაგოგებს მოსწონთ კოლექტივი, რომელშიც მუშაობენ. მოსწავლეებისთვისაც სახალისოა სკოლაში ყოფნა და თანასკოლელებთან ურთიერთობები, თუმცა ამ უკანასკნელის ნაკლებობას განიცდიან. მიუხედავად იმისა, რომ ადმინისტრაცია არის ახლად დანიშნული, გამოკითხვაში გამოიკვეთა , რომ პედაგოგთა მოთხოვნები დაკმაყოფილებულია და მაინც ახერხებს დახმარებას მოსწავლეებთან მუშაობაში. პედაგოგთა გარკვეული ნაწილი პროფესიული რჩევისათვის მიმართავს ადმინისტრაციას. თუმცა, უმრავლესობა თვლის, რომ სწავლება-სწავლაში წამოჭრილი პრობლემების გადაჭრა პედაგოგებს შორის ურთიერთგაზიარების საფუძველზე უფრო ეფექტურია. მასწავლებლები, მშობლები და მოსწავლეები თვლიან , რომ სკოლა არ არის აღჭურვილი მატერიალურ-ტექნიკური ბაზით.



2. სწავლება და სწავლა

 . გამოკითხული პედაგოგების 57% თვლის, რომ პერიოდულად იკვლევს კლასის მდგომარეობას და მოსწავლეთა საჭიროებებს ითვალისწინებს სასწავლო პროცესის უკეთ წარმართვისათვის, ხოლო 43% ამ აზრს ნაწილობრივ იზიარებს.
  .სკოლის პედაგოგთა უმრავლესობა (76%) ნაწილობრივ ეთანხმება, რომ პერიოდულად ესწრება პროფესიული განვითარების ტრენინგ-სემინარებს. აქედან 62% ნაწილობრივ ეთანხმება იმ აზრს, რომ ფლობს სწავლების სხვადასხვა მეთოდსა და ტექნოლოგიებს, ხოლო 57% ნაწილობრივ ეთანხმება იმ აზრს, რომ მიღებულ ცოდნასა და გამოცდილებას აქტიურად ნერგავენ სასწავლო პროცესში.
გამოკითხული პედაგოგებისა და მოსწვალეების აზრით სასწავლო პროცესში ძირითადი დრო ეთმობა:
--გაკვეთილის ახსნას (პედაგოგთა 52%, მოსწავლეთა 42%);
--მცირე ჯგუფებში მუშაობს (პედაგოგთა 28%, მოსწავლეთა 19%);
--მსჯელობას/დისკუსიას (პედაგოგთა 52%, მოსწავლეთა 38%);
--კითხვას (პედაგოგთა 48%, მოსწავლეთა 35%);
--წიგნში მოცემული სავარჯიშოების შესრულებას (პედაგოგთა 57%, მოსწავლეთა 42%);
-- კვლევას (პედაგოგთა 28%, მოსწავლეთა 11%);
-- კომპიუტერის გამოყენებას (პედაგოგთა 5%, მოსწავლეთა 23%);
ამ მონაცემებიდან გამომდინარე დღეისთვის მიმდინარე საგაკვეთილო პროცესები შესაძლოა ასე ავღწეროთ: პედაგოგი ძირითადად ინფორმაციას აწვდის ლექციური სახით, მოსწავლეები სახელმძღვანელოებში ტექსტებზე მუშაობენ და მსჯელობენ მასზე. გაკვეთილის დასასრულს ბავშვები ასრულებენ გარკვეულ დავალებებს/სავარჯიშოებს. მცირე დრო ეთმობა მცირე ჯგუფებში მუშაობას და კვლევებს. მაგრამ ზემოთ მოყვანილი პროცენტული მონაცემებიდან გამომდინარე აუცილებელია პასუხები გაეცეს შემდეგ შეკითხვებს: რატომ არის ამდენად განსხვავებული რამდენიმე საკითხზე მასწავლებლებისა და მოსწავლეების მოსაზრებები (მაგ.: კვლევა, დისკუსია/მსჯელობა)? რამდენად ზუსტად აცნობიერებენ მასწავლებლებიც და მოსწავლეებიც რა პროცესებს ან საქმიანობებს მოიცავს სასწავლო პროცესში კვლევა ან საგაკვეთილო პროცესში დისკუსია და მსჯელობა? სკოლის პედაგოგებსა და მოსწავლეებს ერთმანეთთან შეიძლება ითქვას არც თუ ისე კარგი დამოკიდებულება აქვთ. ამაზევე მიუთითებს მოსწავლეთა გამოკითხვის შედეგებიც. მაგალითისათვის მოვიყვანთ რამდენიმე შეკითხვაზე მიღებულ პასუხებს:
  . 23% თვლის, რომ პედაგოგები მათ პიროვნულ პრობლემებს გაგებით ეკიდებიან;
  . 46% თვლის, რომ პედაგოგები საკუთარ შესაძლებლობებში არწმუნებენ;
  . 27% თვლის, რომ სწავლების პროცესს სახალისოდ წარმართავენ;
  .34% თვლის, რომ მასწავლებლები საჭიროების შემთხვევაში მოსწავლეებთან ინდივიდუალურად მუშაობენ და ეხმარებიან მათ მიღწევების გაუმჯობესებაში.
შეკითხვაზე: რას შეცვლიდით თქვენს სკოლაში? მოსწავლეთა დიდი ნაწილი ითხოვოს პედაგოგებისგან უფრო საინტერესო, შემეცნებითი გაკვეთილებისა და ღონისძიებების ჩატარებას; მაგლითად:
“ვისურვებდი ზოგიერთი პედაგოგის შეცვლას”, “ სკოლა იყო სრულფასოვანი”, “სკოლაში ვისურვებდი ყველაფრის შეცვლას:, “გაკვეთილები ზუთხვასთან არ ასოცირდებოდეს” “სკოლაში თავი ვიგრძნო უსაფრთხოდ”; “პედაგოგების მხრიდან მოსწავლეების შეურაწყოფის აღმოფხვრას”.
ზემოთ მოყვანილი ორი მონაცემი საკმაოდ საყურადღებოა – ა) პირველ შეკითხვაზე მიღებული მონაცემი გვაფიქრებს, რომ სკოლის პედაგოგთა გარკვეული ნაწილი ნაკლებად იცნობს მოსწავლის ასაკობრივ ფსიქოლოგიას, ამავე დროს ნაკლებად ტარდება საჭიროებათა კვლევები ან იშვიათად ხდება აღნიშნულ კვლევებზე რეაგირება.

დასკვნები:

  პედაგოგთა კვალიფიკაციის ამაღლება სკოლაში ქაოტურ ხასიათს ატარებს. აქედან გამომდინარე, მათი გარკვეული ნაწილი ფლობს სწავლების თანამედროვე მეთოდებს და სკოლაში სასწავლო პროცესი/პროგრამები ნაწილობრივ ითვალისწინებს მოსწავლეთა შესაძლებლობებსა და უნარებს, მაგრამ ყოველდღიურ საქმიანობას თანამედროვე მეთოდებით არ წარმართავს, მიღებული ცოდნისა და გამოცდილების ურთიერთგაზიარებაც არც თუ ისე ეფექტურად ხდება. საგანმანათლებლო ინოვაციები და სწავლება-სწავლის თანამედროვე მიდგომები სასწავლო პროცესში გააზრებულად არ ხორციელდება, აღნიშნული ქაოტური სიტუაცია ხელს უშლის ტრენინგებიდან მიღებული გამოცდილება და ცოდნა სკოლაში ეფექტურად და სისტემურად დაინერგოს.



3. დაგეგმვა

  . გამოკითხულ პედაგოგთა 57% სრულად ეთანხმება იმ აზრს, რომ დამუშავებული აქვს ეროვნული სასწავლო გეგმა და საგნის სტანდარტი. 71% კი მიიჩნევს, რომ კარგად იცნობს ეროვნულ მიზნებს და გააზრებული აქვს რა წვლილი შეაქვს მათ საგანს ამ მიზნების მიღწევაში. 38% გაკვეთილებს გეგმავს ზემოთ ჩამოთვლილი დოკუმენტების მიხედვით. 33.5% ფლობს თემატური გეგმის შედგენის მექანიზმებს, ხოლო გაკვეთილის გეგმის შედგენის მექანიზმებს ფლობს გამოკითხულთა 43%. 43% სრულად ეთანხმება იმ აზრს, რომ კოლეგებთან ერთად ადგენენ თემატურ გეგმებს და მხოლოდ 5% მონაწილეობს სტრატეგიული გეგმის შემუშავებაში. 43%-ის აზრით სკოლის სასწავლო გეგმა იქმნება საგნობრივი ჯგუფების/კათედრების წლიური გეგმების მიხედვით, თუმცა გამოკითხულთა მხოლოდ 5% თვლის რომ, სკოლას აქვს (3-5 წლიანი) სამოქმედო გეგმა, რომელიც ყველასთვის ცნობილია.

დასკვნა:
  სკოლაში თუ პედაგოგთა მხოლოდ მცირე ნაწილს აქვს ეროვნული სასწავლო გეგმა და საგნის სტანდარტი დამუშავებული, მაშინ უმრავლესობას როგორ აქვს გააზრებული, რა წვლილი შეაქვს მათ საგანს ამ მიზნების მიღწევაში? როგორ გეგმავენ გაკვეთილებს და როგორ ადგენენ თემატურ გეგმებს? თუ მხოლოდ 33.5% ფლობს თემატური გეგმების შედგენის მექანიზმებს, მაშინ როგორ ახერხებს 43% ერთობლივად თემატური გეგმების შემუშავებას? რა გეგმებზე მუშაობენ კოლეგებთან ერთად? ამის საფუძველზე, შეიძლება გამოვიტანოთ დასკვნა, რომ პედაგოგებს არცთუ ისე გააზრებულად აქვთ დამუშავებული ეროვნული სასწავლო გეგმა და საგნის სტანდარტი, მცირე ნაწილი ფლობს თემატური და გაკვეთილის დაგეგმვის მექანიზმებს, მაგრამ პედაგოგთა გარკვეული ნაწილი არ თვლის საჭიროდ აღნიშნული დოკუმენტების გამოყენებას სასწავლო პროცესიის დაგეგმვის დროს. აქედან გამომდინარე, სკოლაში ამ ეტაპისათვის არ არსებობს სკოლის სასწავლო წლიური გეგმა საგნობრივი ჯგუფების/კათედრების წლიური გეგმების მიხედვით შექმნილი და სკოლას არ აქვს პედაგოგების მონაწილეობით შექმნილი სტრატეგიული გეგმა. 



4. შეფასება

  . გამოკითხულ პედაგოგთა 57% თვლის, რომ ფლობს მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული შეფასების სისტემის შემუშავების მექანიზმებსა და მეთოდებს 
  .რაც შეეხება შეკითხვას რას იყენებთ მოსწავლეთა შესაფასებლად? გამოიკვეთა: მასწავლებელთა 57% მოსწავლეებს აფასებენ ქულებით და სემესტრის/წლის ბოლოს გამოჰყავთ საშუალო არითმეტიკული; 33% აფასებს რუბრიკებით ( ამ შეკითხვაზე პასუხი არ გასცა 14,2%-მა, რაც სავარაუდოდ იმაზე მიუთითებს, რომ საერთოდ არ ფლობენ ინფორმაციას რა არის რუბრიკა და როგორ გამოიყენება ის შეფასების პროცესში); 14% იყენებს მოსწავლის საქალღალდეს (ამ შეკითხვაზე პასუხი არ გასცა 10%-მა); 0% იყენებს რეიტინგულ-დაგროვებით სისტემას და თვის ბოლოს აქვეყნებს მოსწავლეთა რეიტინგს (არ შეკითხვაზე პასუხი არ გასცა 24%-მა);
5. მასწავლებელთა 43% აზრით შეფასების კომპონენტები და კრიტერიუმები შესაბამისობაშია სასწავლო მიზნებთან. ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემაზე თავი შეიკავა 10%-მა;

6. გამოკითხულთა 24% აწარმოებს დაკვირვების დღიურს. ამ შეკითხვაზე პასუხის გაცემაზე თავი შეიკავა 10%-მა;
7. 43% ნაწილობრივ ეთანხმება იმ აზრს, რომ ყოველი წლის ბოლოს ხდება სასწავლო წლის შეფასება/თვითშეფასება, სადაც ვლინდება ძირითადი პრობლემები და საჭიროებები.

 დასკვნა:
  სკოლაში არ არის შემუშავებული მოსწავლის განვითარებაზე ორიენტირებული შეფასების სისტემა. პედაგოგები შემოიფარგლებიან მხოლოდ ყოველდღიური გაკვეთილების შეფასებით (ანუ განმსაზღვრელი შეფასების ტიპით), აქედან გამომდინარე მათი შეფასების კომპონენტები და კრიტერიუმები შესაბამისობაში არ არის სასწავლი მიზნებთან. ისინი წლის ბოლოს არ ადგენენ მოსწავლეთა რეიტინგებს, არ ახდენენ სასწავლო წლის შეფასებას/თვითშეფასებას,სადაც ვლინდება ძირითადი პრობლემები და საჭიროებები.

1. სკოლის მართვა და გადაწყვეტილებები

  . მასწავლებელთა 24% ეთანხმება იმ აზრს, რომ იცნობს და იზიარებს სკოლის მისიასა და მიზნებს;
  . გამოკითხულთა 19% კარგად იცნობს სკოლის ყველა სტრუქტურული ერთეულის ფუნქცია/მოვალეობებს ( ამ მოსაზრებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 14%), თუმცა მხოლოდ 24% ერთვება სკოლის სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში (ამ მოსაზრებას არ ეთანხმება გამოკითხულთა 19%) ;
  . პედაგოგების 43% ნაწილობრივ ეთანხმება იმ აზრს, რომ კარგი საქმიანობისთვის ხშირად ადმინისტრაციის მხრიდან აღიარებულნი არიან. საყურადღებოა, რომ შეკითხვაზე, რამდენად აჯილდოვებენ პედაგოგებს კარგი საქმიანობისთვის 19% ნაწილობრივ დაეთანხმა ამ მოსაზრებას, ხოლო 67% კი საერთოდ არ დაეთანხმა;
  . 9% თვლის, რომ იცნობს სკოლის მასწავლებელთა შეფასების კრიტერიუმებს. რაც შეეხება მასწავლებელთა შეფასების სისტემას, გამოკითხულთა 15% ნაწილობრივ აღიარებს, რომ არსებობს სკოლაში შეფასების სისტემა და მის შექმნაშიც აქტიურად მონაწილეობდნენ. ამ უკანასკნელს საერთოდ არ იზიარებს პედაგოგთა 85%.






დასკვნა:
  სკოლაში პედაგოგთა უმრავლესობა არ იცნობს სკოლის მისიასა და მიზნებს, სტრუქტურული ერთეულის ფუნქცია/მოვალეობებს, მასწავლებელთა შეფასების სისტემას. ამის მიზეზი გამოკითხვებიდან გამოიკვეთა: პედაგოგები არ არიან ჩართულები სტრატეგიულ გადაწყვეტილებებში და სკოლაში არ არსებობს მასწავლებელთა შეფასების სისტემა.

შენიშვნები და დასკვნები

  . მასწავლებლებმა გააანალიზონ განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმის არსი და გაერკვნენ საკუთარ როლსა და ფუნქციებში;
  . შემუშავდეს და დაინერგოს პროფესიული განვითარების სისტემა;
ამოქმედდეს ხარისხის მართვის განყოფილება, რომელიც დანერგავს 3. სკოლას არ აქვს ნათელი და ყველასგან გაზიარებული მისია, მიზნები და სტრატეგიული გეგმა;
4. პროფესიული განვითარების სისტემა სკოლაში ქაოტურია. სემინარზე მიღებული ცოდნა სასწავლო პროცესში სისტემურად არ ინერგება;
5. სასწავლო პროცესის დაგეგმვა მასწავლებელთა მიერ გუნდურობის პრინციპით არ მიმდინარეობს, კათედრის წევრებსა და კათედრებს შორის თანამშრომლობა მინიმალური და არაეფექტურია;
6. მოსწავლეებს არ ეძლევათ თვითრეალიზების საშუალება, რადგან სასწავლო პროცესში არ მიმდინარეობს მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებების გათვალისწინება.
7. სკოლაში არ არსებობს მოსწავლეთა და მასწავლებელტა შეფასებისა და წახალისების სისტემა.
8. არ არსებობს მიმდინარე პროცესის ამსახველი გეგმები , რომლებიც ეფუძნება კვლევის მონაცემების ანალიზს;


რეკომენდაციები:
   
  . მასწავლებლებმა გაანალიზონ განათლების სფეროში მიმდინარე რეფორმების არსი და გაერკვნენ საკუთარ როლსა და ფუნქციებში;  

  . შემუშავდეს და დაინერგოს პროფესიული განვითარების სისტემა;

  . შემუშავდეს და დაიხვეწოს სკოლის მისია, მიზნები და სტრატეგიული გეგმა;
დაინერგოს მისიისა და სტრატეგიის შესაბამისი სწავლებისა და სწავლის ეფექტური მიდგომები
  . შემუშავდეს სკოლის ეფექტური სტრუქტურა და მოხდეს ფუნფციებისა და უფლებების დელეგირება კომპეტენციების მიხედვით ;
  . ამოქმედდეს მოსწავლეთა შეფასების ეფექტური სისტემა და დაინერგოს სწავლების ყველა საფეხურზე ;
  .ყურადღება გამახვილდეს ურთიერთთანამშრომლობაზე ;
  . ყურადღება გამახვილდეს მოსწავლეთა ჩართვაზე კვლევით, საპროექტო და სხვა შემეცნებით (კლუბები, წრეები) საქმიანობებში;
  . კათედრებმა, ადმინისტრაციის ხელშეწყობით, უზრუნველყონ სასკოლო და კლასგარეშე ღონისძიებების ჩატარება.