გეგმა

 

ეკოკლუბი ,,მწვანე სიცოცხლე“

გეგმა

2013 წლის დეკემბერში შეიქმნა თბილისის 45-ე  საჯარო  სკოლის ეკო კლუბი“მწვანე სიცოცხლე“ დაიგეგმა წლის სამუშაო  ღონისძიებები: პირველი აქცია რომრლიც ეკო კლუბმა  განახორციელა იყო სკოლის შიდა ეზოს  დასუფთავება .

28 თებერვალს  ჩვენმა წევრებმა  დაასუფთავეს  სკოლის შიდა ეზო და მოამზადეს საზაფხულო სანათესე  სამუშაოებისთვის, ამ ღონისძიების განხორციელებისათვის გარემოს დამცველის  ხელმძღვანელმა ვახტანგ ოქროპირიძემ გადმოგვცა სამუშაო ხელსაწყოები და ნარგავები, ეკო კლუბმა ასევე განახორციელა  აქცია“ გადავარჩინოთ ხის სიცოცხლე“ ანუ ჩვენ ჩვენი სკოლის  მოსწავლეებს ჩავუტარეთ აგიტაცია და ავუხსენით რამდენი ხის სიცოცხლე  ეწირება  ქაღალდის დამზადებას, ამიტომ გადავწყვიტეთ შეგვეგროვებინა ეს მაკულატურა  და მიღებული თანხით  სკოლის ბიბლიოთეკისთვის შეგვეძინა წიგნები . ყუთები წარწერით „გადავარჩინოთ ხის სიცოცხლე“ დაიდგა როგორც  დერეფნებში ასევე საკლასო ოთახებში და მოსწავლეებიც აქტიურად ჩაებნენ ამ პროექტის  განხორციელებაში.

 ბატონი ვახტანგის სტუმრობის დროს დაიგეგმა გასვლითი ღონისძიება  ზოოპარკში, ჩვენი კლუბის ბავშვები  დააკვირდნენ იქ  ბინადარ  ცხოველებს მათ შესახებ მოიძიეს ინფორმაცია და მოგვიანებით მოახდინეს შედარება

    ადგილზე მისვლის შემდეგ  ზუსტად გავეცანით მათ საცხოვრებელ პირობებს და გარემოს, გამოვიტანეთ დასკვნა  იმასთან დაკავშირებით, რომ ცხოველებს  აქვთ კარგი  საცხოვრებელი გარემო  განსაკუთრებით კი ეგზოტარიუმში  ბინადარ თევზებსა და ქვეწარმავლებს თუმცა  აღმოჩენილია დარღვევებიც  მაგალითად  ერთ-ერთი დარღვევაა ის, რომ  საცხოვრებელი ადგილები და გზები  ახლოსაა ცხოველთა გალიებთან , ეს პრობლემაა როგორც ადამიანებისთვის ასევე ცხოველებისთვის. ჩვენი მიზანია ამ პრობლემების შეძლებისდაგვარად აღმოფქვრა ზოოოპარკის ადმინისტრაციასთან ერთად.

   ეკო კლუბმა ჩაატარა კვლევა სკოლის მიმდებარე ტერიტორიებზე და საცხოვრებელ უბნებში ეკოლოგიური პრობლემის შესახებ  კვლევის შედეგები  განვიხილეთ და გადავწყვიტეთ ჩავატაროთ აქცია მოსახლეობაში მოწოდებით, დაიცვან ნაგვისგან საცხოვრებელი უბნები, სადარბაზოები და იცხოვრონ ეკოლოგიურად სუფთა გარემოში.

   ეკო  კლუბი „მწვანე სიცოცხლე“ შემდეგი პროექტი კი იყო  შეხვედრა რომელზეც განვიხილეთ საქრთველოს დაცული ტერიტორიები და  ლანდშაფტური მრავალფეროვნება, ამ პრესკომფერენციას დაესწრნენ რეგიონიდან ჩამოსული ეკო-კლუბოს აქტიური წევრები და  მათაც წარმოგვიდგინეს თავიანთი  რეგიონის პრობლემები.

ჩვენი მორიგი პროექტი კი გახლავთ „გაზაფხულის პირველი დის ფოტო“ ანუ ჩვენს სკოლაში ტარდება  კონკურსში ბავშვებმა უნდა გადაიღონ ფოტოები გაზაფხულთან დაკავშირებით, დაბეჭდონ 10x12-ზე  და მათი გადაღებული ფოტოები გამოიფინება.

ასევე იგეგმება პრესკომფერენცია „წითელ წიგნის"  და დაცული ცხოველების შესახებ რომლისთვისაც ჩვენი კუბის წევრები აქტიურად ემზადებიან.