22.02.2016

თბილისის #45 საჯარო სკოლა მონაწილეობს სასკოლო თეატრალურ ფესტივალში art სკოლა.ფესტივალი მოიცავს 25-30 წუთიანი სპექტაკლის ჩვენებას. პიესა დაწერილი უნდა იყოს მოსწავლის ან მასწავლებლის მიერ. ამჯერად #45 საჯარო სკოლამ ფესტივალზე წარადგინა მე-11 კლასის მოსწავლეების ანზორი დარსანიას და მანანა კანდელაკის პიესა ,, იყავით თავის უფალი", როლებში ამავე სკოლის მოსწავლეები (ხელ-ლი, პედაგოგი ირინა ხატიაშვილი).19 თებერვალს სპეციალური ჟიური , რომლის შემადგენლობშიც იმყოფებოდა კინოსტუდია ,,ხომლი''-ს რეჟისორი ლევან ლომაშვილი დაესწრო სპექტაკლს. წარმატებებს ვუსურვებთ პიესის ავტორებს და მონაწილეებს.