27.09.2017

2017 წლის 27 სექტემბერს თბილისის N45 საჯარო სკოლის 10 ბ კლასის მოსწავლეებს ჩაუტარდათ გასვლითი გაკვეთილი (საგანი-მათემატიკა, პედაგოგი-იზო გულიაშვილი) საქართველოს ინოვაციის და ტექნოლოგიის სააგენტოში ( ტექნოპარკში).
მოსწავლეებმა ტექნოპარკში დაათვალიერეს თანამედროვე ინოვაციური ტექნოლოგიები, გაეცვნენ 3D პრინტერის ლაზერული მჭრელის მუშაობის პრინციპებს.