სტრატეგიული გეგმა

№45 საჯარო სკოლა

           დამტკიცებულია                                                                                                                    შემუშავებულია
          სამეურვეო საბჭო                                                                                                                    სკოლის დირექტორის მიერ
          ოქმი №4                                                                                                                                 მზია გელაშვილი
         10 იანვარი 2008 წ.             

 

მისია
სკოლა უზრუნველყოფს მოსწავლეთა აღზრდისა და სწავლების მაღალ ხარისხს, ურთიერთთანამშრომლობის, პროფესიული ზრდისა და ინოვაციური სასწავლო გარემოს შექმნის გზით.

 

 

ინსტიტუციური ღირებულებები

 

სამართლიანობა


სკოლა აღიარებს სამართლიანობის პრინციპს და თავის საქმიანობას წარმართავს მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.


მონაწილეობითი მართვა:

სკოლაში გადაწყვეტილებების მიღების პროცესი არის ობიექტური, მიუკერძოებელი და გამჭვირვალე. გადაწყვეტილების მომზადების და მიღების პროცესში ჩართვის უფლება აქვს ყველა მსურველს, რომელზეც აისახება ეს გადაწყვეტილება.

 

ურთიერთთანამშრომლობა და პასუხისმგებლობა:

 

სკოლის ყველა სუბიექტი –მოსწავლე, მასწავლებელი, მშობელი–იზიარებს ურთიერთთანამშრომლობისპრინციპს და პასუხისმგებელია თავის ქმედებებზე.

 

ეფექტურობა:

 

სკოლა ეფექტურად განკარგავს ფინანსურ, ადამიანურ და მატერიალურ რესურსებს მაქსიმალური შედეგის მისაღწევად. სკოლა იყენებს შეფასების და თვითშეფასების სისტემას და ორიენტირებულია შედეგზე. აფასებს პროგესიონალიზმს და ახალისებს კერძო ინიციატივას.

უსაფრთხოება:

 

სკოლა უზრუნველყოფს ჯანსაღი სასწავლო და სამუშაო პირობებით უსაფრთხო გარემოს, სადაც ყველა იცავს ეთიკის ნორმებს და შინაგანაწესს.

 

 

 

 

 

მენეჯმენტი და სტრუქტურა

       ს.ს.ი.პ №45 საჯარო სკოლა ახორციელებს საგანმანათლებლო საქმიანობას და უზრუნველყოფს ზოგადი განათლების მიღებას დაწყებით,საბაზო და საშუალო საფეხურზე, ეროვნული სასწავლო გეგმის შესაბამისად.სკოლას ხელმძღვანელობს სამეურვეო საბჭოს მიერ არჩეული დირექტორი.
სკოლის საგანმანათლებლო საქმიანობა ემყარება საქართველოს კონსტიტუციას, ,,ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონს, საჯარო სკოლის წესდებას, განათლების ეროვნულ მიზნებს, ეროვნულ სასწავლო გეგმას, სკოლის შინაგანაწესს და სხვა სამართლებრივ აქტებს.

 

 

 

 

 

 

 

 

სტრატეგიული განვითარების პრიორიტეტები, მიზნები და ამოცანები. 
(2007 წელი–2013 წელი)

 

 

 

სტრატეგია I

სკოლის მართვის დემოკრატიული სისტემის განვითარება


მიზნები და ამოცანები:


1. გამჭვირვალობისა და ანგარიშვალდებულების პრინციპებზე დაფუძნებული სკოლის მართვის ეფექტური სისტემის შექმნა.

1.1 სკოლის განახლების საკონსულტაციო საბჭოს შექმნა
1.2 სკოლის სტრუქტურის განსაზღვრა.

2. ნორმატიული სამართლებრივი მართვის სახელმძღვანელო დოკუმენტების შემუშავება.

2.1 სამოქმედო გეგმის შემუშავება;
2.2 სკოლის შინაგანაწესის შემუშავება;
2.3 სკოლის წესდების შემუშავება;
2.4 სკოლის ხედვის მისიის, კოდექსის სემუშავება;
2.5 შიდა სასკოლო მონიტორინგის პრინციპების შემუშავება;
2.6 სკოლის შეფასების პრინციპების შემუშავება;
2.7 მასწავლებელთა თანამდებობრივიო ინსტრუქციების შემუშავება ;
2.8 დოკუმენტების მიღების და გადახედვის ინსტრუქციის შემუშავება;
2.9 საკადრო პოლიტიკის პრინციპების განსაზღვრა ;
2.10 საქმისწარმოების დებულების შემუშავება;

3. რესურსების მართვის ხარისხების გაუმჯობესება.

3.1 შეფასების, ანაზღაურების, წახალისებისა და კარიერული ზრდის ეფექტური სისტემის შექმნა;
3.2 ფინანსური და მატერიალურირესურსების ეფექტური და რაციონალური განკარგვა;
3.3 დამატებითი რესურსების მოზიდვის უზრუნველყოფა.

 

4. საკომუნიკაციო და საინფორმაციო სისტემის შექმნა.

4.1 სკოლის მონაცემთა ბაზის შექმნა და მუდმივი განახლება;
4.2 ინფორმაციის შეგროვების და ანალიზის გამართული სისიტემის შექმნა;
4.3 სკოლის ი.ს.ტ. ხელმისაწვდომობა.
5. სკოლის კონკურენტუნარიანობის უზრუნველყოფა.
5.1 ჯანსაღი კონკურენტუნარიანი გარემოს ჩამოყალიბება;
5.2 სკოლის იმიჯის ამაღლებაზე ზრუნვა;

 

 

სტრატეგია II.

სწავლა –სწავლების ხარისხის ამაღლება:

 

მიზნები და ამოცანები:


1. მოსწავლეზე ორიენტირებული სწავლების დანერგვა;  

1.1 სასკოლო სასწავლო გეგმის შემუშავება;
1.2 კლასგარეშე და საკლუბო მუშაობის ორგანიზება და განვითარება;
1.3 სასწავლო რესურსების განახლება და გამოყენება სწავლებაში;
1.4 მოსწავლეთა დისციპლინის უზრუნველყოფა.
1.5 დამატებითი საგანმანათლებლო და სააღმზრდელო მომსახურების უზრუნველყოფა.

2. მასწავლებელთა პროფესიული ზრდის ხელშეწყობა.

2.1 სკოლის ბაზაზე პედაგოგთა უწყვეტი განვითარების სისტემის შექმნა;
2.2 მასწავლებელთა შეფასების რეიტინგულ–დაგროვებითი სისტემის შემუშავება;
2.3 მეთოდური და პროფესიული ლიტერატურის მუდმივი განახლება–შეძენა.

 

 

სტრატეგია III.

უსაფრთხო და ჯამრთელი სასწავლო პროცესის უზრუნველყოფა.
მიზნები და ამოცანები:


1. მატერიალურ–ტექნიკური ბაზის სრულყოფა.

1.1 მატერიალური რესურსების განახლება და ეფექტური გამოყენება;
1.2 კვების ბლოკის მოწყობა;
1.3 სპორტული დარბაზის მოწყობა, აღჭურვა;
1.4 სკოლის სააქტო დარბაზის რეაბილიტაცია.
1.5 სკოლის ეზოს შემოღობვა.
1.6 სანიტარულ–ჰიგიენური კვანძების მოწყობა;
1.7 მატერიალური რესურსების ინვენტარიზაცია;
1.8 სასკოლო ინვენტარის განახლება.
1.9 სკოლის ბიბლიოთეკის განახლება;
1.10 საკლასო ოთახების კეთილმოწყობა.

2. 2. მატერიალური და ადამიანური რესურსების უსაფრთხოება.

2.1 საავარიო–სახანძრო, საევაკუაციო სისტემის გამართვა;
2.2 შენობის, მატერიალური რესურსების დაცვა.