02/05/2019

N45 საჯარო სკოლის IIა კლასში (კლ.ხელ-ლი მაია ველთაური) 2019 წ. 2 მაისს ბუნების გაკვეთილი თემაზე ,,რას გვიმალავს მიწა?“ ჩაატარა მოსწავლის ბებიამ, ისტორიის მასწავლებელმა ქ-მა ირინა ხატიაშვილმა, რომელიც მოსწავლეებს ესაუბრა არქეოლოგიური გათხრების შესახებ. პატარა არქეოლოგები დიდი ხალისით ჩაერთვნენ პრაქტიკულ საქმიანობაში, ,,არქეოლოგიური გათხრების“ დროს აღმოაჩინეს სხვადასხვა ნივთები. შეავსეს ნორჩი არქეოლოგი საველე დღიური. მოსწავლეებს გადაეცათ "სახალისო არქეოლოგიაშო" მონაწილეობის სერთიფიკატები.