ინკლუზიური სწავლების პრინციპები

 

 

რა არის ინკლუზიური განათლება?  

ინკლუზიური განათლება არის მიდგომა, რომელიც ცდილობს ყველა ასაკის ბავშვის ჩართვას სასწავლო პროცესში, მიუხედავად მისი შესაძლებლობებისა და სირთულეებისა სწავლაში;
 ინკლუზიური განათლება აღიარებს მრავალფეროვნებას და განსხვავებულობას მოსწავლეების სწავლების პროცესში

ინკლუზიური განათლების მიზანი:

საკოლაში ყველა ბავშვს მიეცეს თანაბარი შესაძლებლობა თანატოლებთან ერთად სწავლისა და ხარისხიანი განათლების მიღებისა.
სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლე იყოს სკოლის სრულფასოვანი წევრი, სრულად მონაწილეობდეს სასკოლო აქტივობებში.


ინკლუზიური განათლების დანერგვისთვის სკოლის ამოცანები:

1. სკოლაში ინკლუზიური განათლების ხელშემწყობი გარემოს შექმნა;
• რესურს ოთახის მოწყობა – აღჭურვა აუცილებელი თვალსაჩინოებით და ტექნიკური საშუალებით.
• ინკლუზიური განათლების კორდინატორის დანიშვნა:

2. სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლისთვის ადეკვატური, ხარისხიანი განათლების უზრუნველყოფა.

ამისათვის განსახორციელებელი ღონისძიებები:

• სპეციალისტის მიერ სსსმმ ფსიქიკური,ფიზიკური და სოციალური უნარების განვითარების შეფასება;
• სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური საგანმანათლებლო საჭიროების კვლევა;
• კვლევაზე და საგანმანათლებლო საჭიროებებზე დაყრდნობით ბავშვის მშობელთან, მასწავლებელთან ერთად სსსმ მოსწავლის ინდივიდუალური სასწავლო გეგმის შემუშავება;

      ისგ არის დოკუმენტი, სადაც განსაზღვრულია მოსწავლეთა ინდივიდუალური საჭიროებები. ეს პროცესი ზოგადსაგანმანათლებლო სასწავლო პროცესთან შერწყმულია და პედაგოგს ეხმარება მოსწავლის მიღწევების გაკონტროლებაში.
 

ისგ-ს შემუშავების ეტაპებია:
• ი.ს.გ. გუნდის შექმნა; ( მშობელი, მასწავლებელი, ფსიქოლოგი, ოკუპაციური თერაპევტი, და სხვა.)  • ინფორმაციის შეგროვება;  
• მიმართულების განსაზღვრა;  
• ისგ განსაზღღვრა;  
• ისგ შემუშავება;  
• ისგ განხორციელება;  
• ისგ გადახედვა და განახლება.

 

1. მოსწავლის შესახებ ინფორმაციის შეგროვება ხდება სამედიცინო დასკვნების და სხვა დოკუმენტების გაცნობით, უშუალო დაკვირვებით მოსწავლეზე, მის სასწავლო აქტივობაზე, აგრეთვე მოსწავლის პიროვნული ფაქტორების შეფასებით.  

2. ინფორმაციის შეგროვების შემდეგ განისაზრვრება ის პირები, ვინც ჩაერთვებიან მოსწავლის ისგ განხორციელების პროცესში.  

 

ი.ს.გ. მუშაობის მიმართულებები:  

ა)მონაწილეობის მიღება მოსწავლის აკადემიური უნარების შეფასების პროცესში;
ბ)პედაგოგის კონსულტირება სწავლების სტრატეგიების თაობაზე;
გ)პედაგოგის კონსულტირება სასწავლო მასალასთან დაკავშირებით;
დ)მოსწავლესთან დამატებითი მეცადინეობების განხორციელება დასახული მიზნების მისაღწევად.
ე) მასწავლებლის მხარდაჭერა კლასში გაკვეთილების მსვლელობისას;
ვ) გუნდის სხვა წევრებთან თანამშრომლობა;
ზ) მოსწავლის მშობლებთან რეგულარული კონსულტაციები.

3. ისგ და საკლასო პროგრამა უნდა იყოს ურთიერთ შეთანხმებული და ურთიერთმორგებული.

4. ისგ უნდა მოიცავდეს მოსწავლისთვის ადეკვატურ, ფუნქციურ და ასაკისთვის შესაბამის მიზნებს;

5. მნიშვნელოვანია მოსწავლისთვის სწავლის სტრატეგიების განსაზღვრა, გრძელვადიანი და მოკლევადიანი მიზნების განსაზღვრა;


გრძელვადიანი მიზანი არის დებულება, რომელსაც ისგ–ით მიიღწევა სასწავლო წლის ბოლოს, მოსწავლის ძლიერი მხარეების და არსებული რესურსების გათვალისწინებით,.

მოკლევადიანი მიზანი უფრო კონკრეტული და სპეციფიკურია. იგი კონკრეტული ნაბიჯებია გრძელვადიანი მიზნების მისაღწევად.

6. ისგ უნდა ითვალისწინებდეს ისეთ დამატებითი საკითხებს, როგორიცაა:  

ა)მოსწავლის სასწავლო განრიგი ანუ რა დროს ატარებს მოსწავლე კლასელებთან; რომელი გაკვეთილები ჩაანაცვლა რესურს ოთახში მეცადინეობით და რა დრო გაატარა იქ.
ბ) მოსწავლის სასწავლო დატვირთვა- ანუ რამდენ წუთიანი გაკვეთილებია მისთვის ოპტიმალური და რა ხანგრძლივობის შესვენებაა რეკომენდირებული;
გ) ინფორმაცია დამხმარე პირის შესახებ- რომელ გაკვეთილებზე საჭიროებს მოსწავლე ფსიქოლოგის დამატებით მხარდაჭერას.

  5. ისგ-ზე, მის განხორციელებაზე კონტროლი საჭიროა გამუდმებით;
  შეფასების სისტემა ათ ქულიანია, ოღონდ განსხვავებულია ის მინიმალური ბარიერი, რომელიც მოსწავლემ უნდა გადალახოს.
 

6. ისგ-ს გადახედვა-განახლების მიზნით საჭიროა, შეჯამდეს ისგ-ის მიმდინარეობა. განისაზღვროს, ხომ არ არის საჭირო გარკვეული ცვლილებების განხორციელება გეგმის ოპტიმიზაციისთვის.